ტყიბულში, მეშახტეების ნაწილი პროტესტის ნიშნად ძიძიგურის სახელობის შახტიდან არ ამოდის. ისინი ხელფასების კლებას აპროტესტებენ.
მათი თქმით, იანვარში დაგეგმილზე ნაკლები ქვანახშირის მოპოვების გამო, მეშახტეებს კომპანიამ განახევრებული ხელფასი ჩაურიცხა.
“კომპანიამ, გეგმის შეუსრულებლობის გამო, გადაწყვიტა, რომ ისარგებლოს ხელშეკრულებაში დადებული წესით და 45 ლარზე მეტი არ აუნაზღაუროს დღიური ანაზღაურება მეშახტეებს. ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის, რომ მეშახტეებს აუნაზღაურდეთ ის თანხა, რაც გეგმით იყო განსაზღვრული”, – ამბობს ერთ-ერთი მეშახტა ფორმულასთან.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობენ.