ტყუილია, თითქოს, სოლედარს “ვაგნერის” დაჯგუფება აკონტროლებს – სოლედარში მებრძოლი უკრაინელი

სოლედარში უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლის პეტრ ვოლოშჩენკონის თქმით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს ქალაქს “ვაგნერის” დაჯგუფება აკონტროლებს.

“ჩვენი მებრძოლები წარმატებით იკავებენ პოზიციებს, აკონტროლებენ ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით  წარმატებით ვახერხებთ მტრის მოგერიებას. ტყუილია, თითქოს სოლედარს ვაგნერის დაჯგუფება აკონტროლებს, მათი ნაწილი არის ქალაქში, თუმცა ის ადგილები, სადაც მტერი იმყოფება ჩვენი მხრიდან მუდმივი საჰაერო მეთვალყურეობის ქვეშ არის და ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ კოორდინირებულად ვმოქმედებთ და ზუსტ დარტყმებს ვახორციელებთ მტრის წინააღმდეგ , ამ რეჟიმში ისინი წინსვლას ვერ შეძლებენ, ასე რომ ქალაზე ჩვენი უპირატესობა აშკარაა”, – თქვა მან.