”ტყუილია, თითქოს 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ნახა, არცერთი წუთი არ მოვშორებივარ”- ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ექსპრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტყუილი თქვა, როცა განაცხადა, რომ 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვერ ნახა
“პირველი და ძალიან ცუდი ტყუილი, რომ მან 20 ივნისს თითქოს პარლამენტში ვერ ნახა ვერავინ. ყველა იქ ვიყავით, ყველანი. მე პირადად მას პრაქტიკულად არცერთი წუთი არ მოვშორებივარ. ის როცა პარლამენტში იყო, მანამდეც, გახსოვთ ალბათ, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც გააპროტესა გავრილოვის იმ სკამზე ჩასკუპება, მაგრამ გახარია პარლამენტში, პრაქტიკულად არ ყოფილა არცერთი წამი, როცა მასთან ერთად არ იყო უმრავლესობის არაერთი დეპუტატი”, – თქვა მან.
20 ივნისის ბრძოლა რომ გადავიტანე, ეს ვაჟბატონები, დამალულები იყვნენ – გახარია ყოფილ თანაგუნდელებზე