ტყუის, 2010-ში ქართუსთან ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო – უგულავა ღარიბაშვილზე

“ტყუის, 2010-ში ქართუსთან ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო” – ასე  პასუხობს სოციალურ ქსელში, ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც განაცხადა რომ, მას 2010-11 წლებში მაშინდელ ხელისუფლებასთან აქტიური კონტაქტი ჰქონდა.

“ღარიბაშვილი ტყუის. 2010 წელს ფონდ ქართუსთან ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო. ბიძინა ივანიშვილისგან მხოლოდ გიგა ჩრდილელი, ქართუს მაშინდელი პრეზიდენტი, იყო კავშირზე მხოლოდ ჩემთან. მეტი არავის ხელისუფლების მხრიდან ქართუდან არავისთან შეხება აღარ ჰქონია. როგორც მერი, მე მას არასდროს შევხვედრივარ, ვიდრე 2012 დეკემბრამდე, როცა ის შსს მინისტრი გახდა. ასე რომ სრული ტყუილია. უსინდისო და მოკლეფეხება ტყუილი”, – წერს უგულავა.

ცნობისთვის, დღს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული აუდიოჩანაწერები პროვოკაციაა.მისი თქმით,  ჩანაწერები 2010-11 წლებში არის გაკეთებული, როცა ”ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არ იყო მოსული.