[ნიკა გვარამიას] ვერავინ ვერ ადებს ხელბორკილებს, შეიძლება, ტექნიკურად დაადონ, მაგრამ სინამდვილეში ირაკლი ოქრუაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ აიძულეს სისტემა და სისტემამ ისინი ვერ გატეხა, რადგან არ აღიარებენ ამ რეჟიმს.
ეს ადამიანები დღეს არიან ბრძოლაში. დაპატიმრებული შეიძლება ტექნიკურად იყოს, მაგრამ ბრძოლაში არის გამარჯვებული გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ირაკლი ოქრუაშვილიც, ამიტომ, დიახ, ეს ბრძოლა გადის დისკომფორტზე, უამრავი ადამიანი სცემეს, უამრავი ახალგაზრდა დაპატიმრებულია, გუშინ მათე დევიძის ამბავმა გული მოუკლა ბევრს, მაგრამ სხვანაირად, ბრძოლის, დისკომფორტის გარეშე ასეთ რეჟიმებს ვერ მოვერევით.