უარს ვამბობთ საბჭოთა იარაღზე და გადავდივართ NATO-ს აღჭურვილობაზე – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ვალერი ზალუჟნი აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ მარკ მილის ესაუბრა და NATO-ს შეიარაღებაზე გადასვლის შესახებ განაცხადა.

“ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩემს ამერიკელ კოლეგასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსპექტიული მოდელი. ცხადია, ჩვენ გვიწევს, უარი ვთქვათ საბჭოთა იარაღსა და აღჭურვილობაზე და გადავიდეთ ნატოს მოდელებზე. და რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ პროცესს, მით უფრო მალე დავამთავრებთ”,– თქვა გენერალმა.

მისივე განცხადებით, გენერალ მილს აცნობა იზიუმისა და სევეროდონეცკის მიმართულებაზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ, “სადაც მტერმა მაქსიმალური ძალისხმევა და საბრძოლო მზადყოფნა მოახდინა”.

ზალუჟნის ცნობით, მიუხედავად სიტუაციის სირთულისა, უკრაინელები საკუთარ პოზიციებს იცავენ.