“ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი და ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა მოლაპარაკებებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შენარჩუნდნენ ხელისუფლებაში კიევის რეჟიმის ლიდერები, არამედ ქვეყნის მრავალწლიანი ძარცვისა და მის ხალხზე ძალადობის, უკრაინისთვის ტრაგიკული სიტუაციის მიზეზების აღმოსაფხვრელად.
ყველა სხვა მშვიდობიანი გეგმა, პლატფორმა და ფორმულა, რომელსაც კიევის რეჟიმი და მისი ბატონები უშედეგოდ დაატარებენ, საერთო არაფერი აქვს მშვიდობასთან და მხოლოდ ომის გაგრძელებას ემსახურება. რაც უფრო მალე გააცნობიერებს ამას ვაშინგტონი, ლონდონი, პარიზი და ბრიუსელი, მით უკეთესი იქნება უკრაინისთვისაც და დასავლეთისთვისაც”,
აცხადებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.