ქართული ოცნების წევრის, გიორგი კახიანის თქმით, ელჩებთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შეიძლება უახლოეს დღეებში გაიმართოს.
“შესაძლებელია, ამ კვირის ბოლომდეც”,– თქვა მან რუსთავი 2-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ამ საკითხებზე ელჩების ფასილიტაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.