“ძალიან მალე ველოდებით, რომ დანაპირები აღსრულდება. ჩვენ ველოდით, რომ უფრო ადრე მოხდებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო კიდევ გადაიდო და ახლა უკვე ველოდებით. ამასთან დაკავშირებით დსთ-ს საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სათათბირო დეპუტატმა, ბატონმა კალაშვნიკოვმაც გააკეთა განცხადება, რომ უკვე იმ მიჯნაზეა საკითხები მიყვანილი, რომ უკვე ძალიან  მალე მოხდება ამ საკითხების გადაწყვეტა, ორივეს ერთად. ეს იქნება უვიზო მიმოსვლა და მას მოჰყვება  ავიამიმოსვლა… გულახდილად რომ გითხრათ, ვვარაუდობ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ამას რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს მთავრობა”

ამის შესახებ “პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა.