”შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ ჩვენი სამხედროებისთვის კარგი სიახლეები გვაქვს. უახლოესი თვეების, ასევე, მომდევნო წლის განმავლობაში მნიშვნელოვან დახმარებას მივიღებთ. ჩვენი მიზანი უცვლელია – უკრაინისა და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების დაცვა, ოკუპანტების მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურისა და ქვეყნის აღდგენა და გამარჯვება პრიორიტეტულია. ფრონტის ხაზზე ოკუპანტების შესაბამისად ვუპასუხებთ. ვემზადებით უკრაინული დიპლომატიის და დიპლომატთა კორპუსის ახალი ეტაპისთვის. ახალ ქვეყნებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად ყველაფერს გავაკეთებთ. გავაძლიერებთ უკრაინის საერთაშორისო პოზიციებს. ყველაფერს გავაკეთებთ გასამარჯვებლად და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.”
აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.