უბანზე სადაც 62 ამომრჩეველი მივიდა “ოცნებამ” 339 ხმა მიიღო

სოციალურ ქსელში, ვრცელდება  ერთ-ერთი უბნის, შემაჯამებელ ოქმის ფოტო, სადაც წერია რომ უბანზე 62 ამომრჩეველი დაფიქსირდა, თუმცა “ქართულ ოცნებას” იმავე უბანზე 339-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ოქმში არ ფიქსირდება მომდევნო საათებში როგორი იყო უბნის აქტივობა და არც ამომრჩევლის რაოდენობა გაზრდილა. დოკუმენტი ასევე ატვირთულია ცესკოს ოფიციალურ საიტზეც.

ეს არ არის ერთადერთი ოქმი, რომელიც საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. დაფიქსირდა არაერთი ოქმი სადაც დისბალანსია უბანზე გამოცხადებულ ამომრჩევლებსა და დაფიქსირებულ ხმათა რაოდენობას შორის.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ხვალ 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებენ. ისინი,  ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.

ამ დროისთვის,  დათვლილია საარჩევნო უბნების 37%. წინასწარი შედეგებით:

ქართულ ოცნებას აქვს – 51,68%

ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას – 24,31%

ევროპულ საქართველოს – 3,95%

პატრიოტთა ალიანსი – 3,34%

სტრატეგია აღმაშენებელი – 2,88%

ლელო – 3,02%

გირჩი – 2,64%

ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 1,25%

ლეიბორისტული პარტია – 0,99%

ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0,79%