თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებელი ქვეითად მოსიარულე შუა ხნის ქალს შეეჯახა, რის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი ლიანდაგზე გადადიოდა.
შსს–მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.