Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯაფარიძე “ფორმულასთან” საუბარში აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე მუშაობა განსაკუთრებით, არჩევნების ბოლო 2 საათის განმავლობაში გართულდა. ჯაფარიძის თქმით, ცესკოს თანამშრომლები და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მათ უბნებიდან აგდებდნენ.
“დავასახელებ კონკრეტულ რეგიონებს, საიდანაც გვაგდებდნენ. არ გვაძლევდნენ მუშაობის საშუალებას, რომ ჩვენი წარმომადგენლები დარჩენილიყვნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ, სადაც მიღებული ჰქონდათ უფლება ყოფნის, ჩვენი სპეციალობიდან გამომდინარე. ამის მიუხედავად, მცხეთა-მთიანეთში, თბილისში, სამეგრელოში და ქვემო ქართლში მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ 2-3 საათის განმავლობაში და არჩევნების ბოლო 2 საათის განმავლობაში, გვქონდა სირთულეები. გვავიწროვებდნენ იმ გაგებით, რომ აქ არ იდგეთო, ინტერვიუს საშუალება არ გვქონდა, PCR ტესტებს ითხოვდნენ, დღის ბოლოს კი გვეუბნებოდნენ, მთელი დღეა აქ ხართო და დროა წახვიდეთო. არადა უბნები 8 საათზე იხურებოდა და ჩვენ კიდევ დარჩენილი გვქონდა საათნახევარი, 2 საათი. ანუ ეს იყო დარღვევა. ძირითადად, ეს კრიტიკა ეხება ცესკოს თანამშრომლებს, ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენლებს. “- განაცხადა Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტმა.