“ბასილ კობახიძეს ბოდიში მოვუხადე (ეთერშიც და მიღმაც) უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა იყო”- განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.
“ბასილ კობახიძეს ბოდიში მოვუხადე (ეთერშიც და მიღმაც) და მაყურებელსაც.სიბნელის ადვოკატად ვერ გამოვდგები.ამისთვის ეთერს ადრე არ დავამთავრებდი, სხვაგვარად არც ვთხოვდი ეთერში ჩართვას.უბრალოდ,კომუნიკაციის პრობლემა იყო. როგორც ერთ ეთერში ვაღიარე, არ მაქვს მთლად მწყობრი ნერვები. ჩემი პატივისცემა ბასილ კობახიძეს Basil Kobakhidze”-წერს დიანა ტრაპაიძე.
ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე სტუმართან – ბასილ კობახიძესთან ერთად განიხილავდა ეპიდემიის გამო გაჩენილ იმ საფრთხეებს, რომლებიც შესაძლოა, მრევლის ეკლესიებში სიარულმა შექმნას. სწორედ ამ თემაზე საუბრისას, ბასილ კობახიძემ გადაცემის წამყვანს და არხს, რომლის პირდაპირ ეთერშიც აკრიტიკებდა როგორც მთავრობას, ასევე ეკლესიას, შენიშვნა მისცა და განაცხადა, რომ არ ხდება თემის კრიტიკული გაშუქება. სტუმრისგან მიღებული რეპლიკის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა სტუმართან პირდაპირი ჩართვა მომენტალურად დაასრულა.
“ეკლესიები უნდა დაიკეტოს..” – ბასილ კობახიძეს პირდაპირი ეთერი დროზე ადრე დაატოვებინეს