“გიგი უგულავას რამე თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილება და არ განიხილებოდა.[…] გიგი უგულავამ თავად თქვა, რომ არის პარტიის რიგითი წევრი, აპირებს ამ სტატუსიდან ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. არსებობს ბორდის იდეა, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების, სამოქალაქო სექტორის, სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანებას კონკრეტულ ბორდში, რომელიც იქმნება მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ… მე მაქვს შეხვედრა გიგი უგულავასთანაც და აბსოლუტურად ყველასთან, ვინც შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ და არ წარმოიდგინოთ”
აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.