უგულავა მოსამართლეზე: თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა და შეაფურთხა

“თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა, ისეთი სამარცვინო რაღაცები აკეთა”,– ასე ეხმიანება გიგი უგულავა მოსამართლის გადაწყვეტილებას მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ.

მისივე თქმით, პროკურატურა მთელი ორი თვის განმავლობაში იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ მელიას პატიმრობა არ იყო მათი თვითმიზანი. უწყებამ დღეს მელიას პატიმრობა მოითხოვა.

„ეს საერთოდ სასამართლო არ იყო, რაღაც უბედურება ხდებოდა! ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ორთვიანი ტყუილი, რასაც საზოგადობას ურცხვად აჩეჩებს ბულბულაშვილის სახით პროკურატურა და მთელი „ქართული ოცნება“, რომ ღიაა კარი, ფაქტობრივად და გამოვიდეს, მის ხელშია გადასახადი გადაიხადოს გირაო, ყველაფერი ტყუილია და დღეს გამოჩნდა, რომ ეს უსირცხვილო, ოროსანი რომ თავჩაღუნული ზის, ისე იჯდა ბულბულაშვილი და სიტყვას ვერ აბავდა, იმიტომ, რომ იცის, რომ იტყუებოდა, იცის, რომ ამდენი ხანი იტყუებოდა.

პირობა მოგვეცით, რომ გადაიხდის გირაოსო, რას ნიშნავს ეს სამართალი? სად წერია, რომელ კანონში წერია ასეთი რაღაცები ? ეს არარაობა მოსამართლე, პირდაპირ არარაობა – თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა, ისეთი სამარცხვინო რაღაცები აკეთა. უსირცხვილო სასამართლო იყო, არაფერი არ იყო, სასამართლოს არ ჰგავდა,“- განაცხადა უგულავამ.

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.