თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო. გიგი უგულავას განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.
„ნიკა მელიას დაკავება არ ყოფილა სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს მაშინვე პოლიტიკური იყო. შესაბამისად, გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მითუმეტეს, როდესაც სამართლებრივი საფუძველი ამას არ აქვს. „ქართული ოცნების“ იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს, მაგრამ ჯანსაღი აზრის ფარგლებში მინდა დავიტოვო იმედი, რომ მათში ჯანსაღი აზრის ნაპერწკალი გაიმარჯვებს. სულ მცირე, გამოჩნდება ის ფარისევლობა, რომელსაც ორი თვეა კულტივირებს საქართველოს პროკურატურა, ვხედავთ უსირცხვილო განცხადებებს, თითქოს თავისუფლების გასაღები მელიას ხელშია”,– ამბობს ის
უგულავა აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, ჯანსაღი გაიმარჯვებს და ნიკა საპატიმროს დატოვებს.
|სრულიად ცალსახაა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მელია ბრუტალურად დააპატიმრა. მთავრობას ეს ესმოდა აქამდეც, თუმცა ამ ნაბიჯებს არ დგამდა“, – თქვა უგულავამ.