”ალბათ უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს. ომის პარტიის განზრახვის ახალი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის განსაკუთრებული გამოვლინებაა, ჩართული არიან ენმ-სთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არანაირი გამართლება არ აქვს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ, თუმცა ამ ქმედებისთვის უდანაშაულო მოქალაქეების დასჯა ასევე სრულიად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია. ენმ აგორებს კამპანიას საქართველოში რუსი მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღებაზე.”