უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის – ღარიბაშვილი გენერალ კვინიტაძის გადმოსვენებაზე

უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს და მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა.

“გენერალ გიორგი კვინიტაძის გადმოსვენებაზე მუშაობა ჩემი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დავიწყეთ და დღეს, ასწლიანი განშორების შემდეგ იგი სამშობლოს დაუბრუნდა.

გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს და მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.