“ჩვენ ვდგავართ უდიდესი რისკის წინაშე, რომ განმეორდეს ტატუნაშვილი ტრაგედია, რომ მამუკა ჩხიკვაძემ გაიზიაროს ტატუნაშვილის ბედი. ყველანი ვცდილობთ, რომ ჩვენი არხებით გავარკვიოთ მეტი მისი მდგომარეობის შესახებ. მე დღეს არაერთხელ აღვნიშნე, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის სასტიკად ნაცემია და გატოლებულია ეს წამებას, გულის სიღრმეში ვიტოვებ იმედს, რომ ეს შეიძლება მცდარი ინფორმაცია იყოს. […]
ხელისუფლება ახლა განცხადებას განცხადებაზე უნდა აკეთებდეს, გველაპარაკებოდეს, ეჯდეს მამუკა ჩხიკვაძის ოჯახს. ამის ნაცვლად, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი არხებით, ვიღაცებს ვაწუხებთ.
რატომ არ გვაჩვენებენ მამუკა ჩხიკვაძეს? რატომ არის გასაიდუმლოებული ეს ინფორმაცია? რატომ დუმს ხელისუფლება? რატომ არ გამოდიან ძალოვანი სტრუქტურების უმაღლესი რანგის ჩინოსნები და არ გვიხსნიან სიტუაციას? რატომ არის მიჩუმათებული? ეს ყველაფერი ჩვენს ეჭვებს აღრმავებს და ლეგიტიმურს ხდის განცდას, რომ რაღაც არ არის ისე, როგორც უნდათ, რომ წარმოაჩინონ”
ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”. ცნობისთვის, ყოფილი ქართველი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა გაიტაცეს და ის მეოთხე დღეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.