“უდიდესი სურვილია თქვენი, ყველასი, უბრალოდ შესაძლებლობა არ არის. თქვენი, მურუსიძის, ჩინჩალაძის. ამ პროცესიდან არა, ზოგადად სისტემიდან, ჯანდაბისკენ”
ამ სიტყვებით მიმართა კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მოსამართლეს, რომელმაც ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა მოსამართლის აცილების სურვილი.
წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც გუშინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დღეს კი, იზოლატორიდან პროცესზე გადაიყვანეს.