“დიდი და ყველაზე სერიოზული შეცდომაა იმის მოლოდინი, რომ “ომიკრონი“ ჩვეულებრივი გრიპი და გაციებაა, არა უფრო მძიმე, ამიტომ მას პრაქტიკულად არაფერი სჭირდება და შესაბამისად, არც ვაქცინაცია არ არის აუცილებლად, რადგან თუ დაგვემართება, იოლად გადავიტანთ.
ომიკრონი არის შედარებით მსუბუქი, ვიდრე დელტა შტამი, მაგრამ არც ისე მსუბუქი. ჩვენთან რომ „ომიკრონს“ აგდებულად ეპყრობიან, ეს არის უდიდესი შეცდომა. ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია. ყოველ დღე ვისმენ ინფორმაციას, რომ ვაქცინირებულია 2000 ადამანი ან თუნდაც 6000 – ეს არაფერია“
განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ იმედთან საუბრისას.