ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას თქმით, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობის არარსებობა, შესაძლოა, შეფასდეს სახელმწიფოდ მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევად.
“შექმნილ მდგომარეობას ვაფასებთ ძალიან კრიტიკულად. იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც იცავს ადამიანებს მძიმე დაავადებებისგან და სიკვდილიანობისგან და როდესაც დღეს ქვეყანაში არ გვაქვს ვაქცინა, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც სახელმწიფოდ მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევა და ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი ამ მიმართულებით”, – ამბობს ომბუდსმენი პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას..
მისივე შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები რეგულაციების დაწესებასა და მოხსნასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.
“რჩება განცდა, რომ ეს გადაწყვეტილებები, გარკვეულ შემთხვევაში, ეკონომიკურ სარგებლიანობას ეფუძნება და არა გათვლად მონაცემებსა თუ მეცნიერულ დასაბუთებებს”,– აღნიშნავს.