მე არა ერთხელ განმიცხადებია და გადამიცია შესაბამისი მოწოდებები ევროკავშირშიც, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს და საფასური გადაიხადოს იმისთვის, რაც მათ არ გაუკეთებიათ. პირიქით, ისინი აპროტესტებდნენ [რუსულ კანონს] და ამ პროტესტს ჩვენ ახლაც ვხედავ. აქედან გამომდინარე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების ალბათობა არის, თუმცა დაბალი, სწორედ იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეეხება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, აქ თამასა მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებმა კონსენსუსით უნდა მიიღონ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სახელებს. ეს სახელები კი წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ, რომელსაც ყველა უნდა დათანხმდეს. მე თუ შემეკითხებით, ეს [ინდივიდუალური სანქციების დაწესება] ძნელი იქნება, მაგრამ არ შეუძლებელი.

განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ სტუდენტებთან შეხვედრისას.