უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

უზენაესმა სასამართლომ ”მთავარი არხის” გენერალური  დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.