“უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას რუსეთისგან დასაცავი იარაღი ჰქონდეს” – ბაიდენი

“უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას რუსეთისგან დასაცავი იარაღი ჰქონდეს”-  ამის შესახებ, შეერთებული შტატების  პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

“უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს იარაღი შეჭრილი რუსული ძალებისგან თავდასაცავად. გავგზავნით ფულს, საჭმელსა და დახმარებას უკრაინელთა სიცოცხლის გადასარჩენად. უკრაინელ ლტოლვილებს გაშლილი ხელებით დავხვდებით”. – წერს ჯო ბაიდენი.