საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე ამბობს, რომ “დღეს მთელი დედამიწა საავადმყოფოს პალატაში წევს”.
მისივე თქმით, “უთო რომ ჩართო” იქაც ვაქცინაციაზე უნდა იყოს საუბარი.
“რა ვიცი, მე ვთქვი, რომ ყველა პლატფორმაზე, უთო რომ ჩართო-მეთქი, იქ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი – უთო. ჩვენ დღეს ვართ დიდ გამოწვევაში, ჯერ საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა, ჯერ ექიმები და პაციენტები ერთმანეთში ნდობის აღდგენას აპირებენ იმიტომ, რომ ბევრი ანტივაქსერია, არ მინდა ვთქვა, მაგრამ ეს რეალობაა, დღეს საკონკურენციო ველზე გამოსულია უამრავი აცრის საშუალება, და კულუარულად, ისინი ანტივაქსერებსაც იყენებენ და ჩვენს გაუნათლებლობასაც.
ამიტომ, ძალიან გთხოვთ, 2 არჩევანია, ან ვაქცინაცია და გონივრული ნაბიჯი, მომავალში პოსტკოვიდური აზროვნება და კოვიდის გამარჯვებაზე ზეიმი, ან დაყოლა იმ შინაგანი უნდობლობის ფაქტორზე, რომელიც ერთი 3%-ია, მაგრამ მერე გაბუქებული 45-60%-მდე ადის. ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია…”,– თქვა ლადო კახაძემ.