“ყოფილი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის, ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათი განცხადებები ჩემთვის, როგორც პრემიერმინისტრისთვის, აბსოლუტურად უინტერესოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შეძლეს ე.წ. მეგობართა კლუბები ამერიკაშიც, ევროპაშიც, ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს ვგულისხმობ და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრში დასაქმებულ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც დღესაც აქტიურობენ.
შეგახსენებთ, რომ არა ამ ქვეყნის მეგობართა კლუბებში, არამედ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ, მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პირადი ან პარტიის შემოსავლებიდან. შესაბამისად, ეგ ჩემთვის ძალიან მარტივი ასახსნელია, მაგალითად, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი, არ არის საინტერესო ჩემთვის, მით უმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო”
ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო პარტნიორებზე.