“უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს “- ამის შესახებ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუსის ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის თაობაზე გამართულ შემაჯამებელ, საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა.ლიეტუვისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილთან და დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრების შემდეგ ე.წ. მცოცავ ოკუპაციასა და რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეთა დაკავების ფაქტებზე ისაუბრეს.
”ვისაუბრეთ ბატონი გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლების საჭიროებაზე. ეს არის ძალიან მწვავე საკითხი საქართველოს მთავრობისთვის და ჩვენ რეალურად მხარს ვუჭერთ მის მოთხოვნას, რომ უკანონოდ დაკავებული პიროვნება დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული” – ამბობს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.