“უკანონო გადაწყვეტილების აღსასრულებლად, მოუწევთ, გადაგვიარონ” -ევროპული საქართველოს ყოფილი წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას არ დაუშვებენ.
“ჩვენ ეს დღეები ვუყურებთ სხვადასხვა ინსტიტუტებს, როგორ არიან ჩართულები რუსული დავალების შესრულებაში. გავიხსენოთ ლავროვ-გავრილოვის განცხადებები, რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც გამოვიდა პროტესტზე. ახლა დადგა ჯერი პროკურატურის დავალების შესრულების. მინდა იცოდეს ყველა დეპუტატმა ვინც მიიღო მონაწილეობა, ამ რუსულ პროვოკაციაში ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისინი პერსონალურად არიან პასუხისმგებელნი და პერსონალურად იმსახურებენ იმ მადლობას, რომელიც გავრილოვისგან მიიღეს”, – განაცხადა ხოშტარიამ.
“ნიკამ ძალიან გაბედულად, პრინციპულად და სწორად ქართული დემოკარტიისთვის თქვა, რომ ის არ აპირებს დაემორჩილოს ამ უკანონობას და სიბინძურეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ერთად ვდგავართ ნიკას გვერდით და მათ მოუწევთ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა იმისთვის, რომ აღასრულონ ეგ გადაწყვეტილება. მათ მოუწევთ რომ გადაგვიარონ იმისთვის, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილება აღასრულონ. ეს მათი პასუხისმგებლობის საგანია.როგორც მე მიყურებთ აი, ასე. ახლაც ვიცავ ნიკა მელიას, აქ ამიტომ ვარ. დავდგებით წინ და არ გავუშვებთ”, – ამბობს ხოშტარია.