მასობრივი შიმშილობის მეოთხე დღეს მოშიმშილეების მოსანახულებლად ენმ-ს ოფისთან ექიმი ანზორ მელია მივიდა. მისი თქმით, უკვე გამოჩნდა ჯანმრთელობის პრობლემები.
“მე, როგორც მამას და როგორც კოლეგების მეგობარს, არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე და არ მოვიდე და არ დავინტერესდე ამ ხალხის ჯანმრთელობით. ამიტომ არის პრობლემები, უკვე გამოჩნდა, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები, რომ არ მიჯერებენ,”- აცხადებს ანზორ მელია.
ენმ-ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მოშიმშილეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მუდმივად მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი დღეში რამდენჯერმე.
მასობრივი შიმშილობის აქცია ნიკა მელიამ 21 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გამოაცხადა. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის 200-მდე ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, თავად პარტიის თავმჯდომარე.