“უკვე ნამყოფი ვარ აშშ-ში” – ასე პასუხობს, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, თვლის თუ არა თავად, რომ ემუქრება სანქციები:
“არა მგონია, რომ მემუქრებოდეს, უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. [ვისაც ნანახი არ აქვს] იმას გული დაწყდება“, – ამბობს ლილუაშვილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.