“თუმცა რუსეთი ცდილობს უკრაინა გაანადგუროს, მისი აგრესია არა მხოლოდ უკრაინას ეხება. რუსეთის ფედერაცია ცდილობს მსოფლიო წესრიგის დაშლას, რომელიც საერთაშორისო სამართალსა და გაეროს ქარტიაზე არის დაფუძვენბული. 9 წელზე მეტი ჩვენი საუკეთესო შვილები არა მხოლოდ მომავლისთვის იბრძოდნენ, არამედ საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს იცავდნენ. ამ ბრძოლაში ჩვენ მთელ დემოკრატიულ სამყაროს ვიცავთ. […] ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ უკრაინელი ერი მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ გარანტირებული იქნება რუსული აგრესიის სრული შეწყვეტა, რუსული ჯარების სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან და ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინული “მშვიდობის ფორმულა” მოიცავს ომის დასრულების ყველა ამ სამართლიან პირობას”,
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ “დემოკრატიის სამიტზე” ონლაინ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.