უკრაინამ აზოვსტალის მცველების კიდეც 64 ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დაღუპულთა ცხედრები უკრაინამ და რუსეთმა, ზაპოროჟიეს რაიონში გაცვალეს.
“უკრაინამ აზოვსტალის 64 გმირი დამცველის ცხედარი ღირსეულად დაკრძალვისთვის დააბრუნა, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნების პროცესი გრძელდება. ის ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად მიმდინარეობს” – წერია უწყების განცხადებაში