უკრაინული ტელეგრამ არხები და მედია ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინამ აზოვსტალის დამცველი 95 მებრძოლი ტყვეობიდან გამოიხსნა.
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა, რომლის შედეგად 144 უკრაინელი სამხედრო სახლში დაბრუნდა. აქედან 95 აზოვსტალის მცველია, რომელთა შორის 43 უშუალოდ პოლკ “აზოვის“ მებრძოლია.
ეს უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი ომის დაწყებიდან ტყვეთა ყველაზე დიდი რაოდენობით გაცვლაა.