ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკ აცხადებს, რომ უკრაინამ სარაკეტო თავდასხმა სცადა. ამის შესახებ ლუკაშენკომ სამთავრობო მედიასთან Belta-სთან ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინამ ბელორუსიის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა სცადა თუმცა, ქვეყანამ პანცირის საზენიტო სისტემებმა ყველა რაკეტის მოგერიება შეძლო.
“ისინი ცდილობენ გამოგვიწვიონ. სამი დღის წინ, შესაძლოა უფრო ადრეც, უკრაინის ტერიტორიიდან სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის მცდელობა იყო. თუმცა მადლობა ღმერთს, პანცირის საზენიტო სისტემებმა უკრაინიდან გაშვებული ყველა რაკეტის მოგერიება შეძლო”. – აღნიშნა ლუკაშენკომ.