მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს რომ უკრაინულმა მხარემ მას კრემლის გეგმა გადასცა, რომელიც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად. კრემლი დივერსანტების ჩამოყვანას რუსეთიდან, ბელარუსსა და ბალკანეთიდან აპირებდა.
“ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების პირების მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმასა და მძევლების აყვანას”. – ამბობს მაია სანდუ.