უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დაწყებულ ომში გამარჯვებისთვის, უკრაინამ 4 პირობა წამოაყენა, რომელსაც დასავლეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს.
“ისინი ამაზე, როგორც დაგეგმვის ელემენტზე, უკვე მუშაობენ. ეს პირობები ძალიან მარტივია: ტერიტორიების სრული გათავისუფლება, ომის დამნაშავეების ექსტრადაცია, რეპარაციების გადახდა, პუტინის დამხობა
ყველაფერი გარკვეულია, ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენ ასე ჩამოვაყალიბეთ გამარჯვება და დასავლეთმა პირობა დადო, რომ მიზნის მიღწევაში ყველანაირად დაგვეხმარებიან”. – თქვა არესტოვიჩმა.