რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს – ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
როგორც ვერეშჩუკი წერს, 41 ადამიანი სახლში დაბრუნდება, საიდანაც 28 სამხედრო და 13 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის 11 ქალია.