უკრაინამ ნეიტრალიტეტი რომ გამოაცხადოს, შეიძლება პუტინისთვის იარაღი აღმოჩნდეს, შიგნით არეულობის დათესვისთვის – ბოკერია

“უკრაინამ ნეიტრალიტეტი რომ გამოაცხადოს, შეიძლება პუტინისთვის იარაღი აღმოჩნდეს, შიგნით არეულობის დათესვისთვის “- ამბობს ევრიპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პოდკასტ შინაურ მიმოხილვაში საუბრისას.

“მე ამაზე კიდევ უფრო მეტად მაშინებს მთელი ეს შესაძლო ამბავი, რომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს უკრაინამ, რაც, მე მგონია, რომ არ მოხდება. თუნდაც, დაბრუნდეს ის ვითარება, სტატუს-კვო, რომელიც იყო ამ დიდ შეჭრამდე. ჩემი აზრით, ეს იქნება კატასტროფული შედეგი და, მე ვფიქრობ, უკრაინის საზოგადოება, პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი ამას არ მიიღებდა. ძალიან სახიფათოა ამის მიღების მცდელობაც კი, რადგან ეს შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს პუტინისთვის იარაღი შიგნით არეულობის დათესვის. რატომ? არ არსებობს არანაირი უსაფრთხოების გარანტიები, თუ არ არის ან მე-5 მუხლი, ან ისეთი შეიარაღებული ძალების განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე, რომლებიც რეალური შემაკავებელია სამხედრო თვალსაზრისით, ან NATO-ს წევრობა, NATO-ს წევრობის ნაცვლად ორმხრივი მე-5 მუხლი. შტატებს რა ხელშეკრულებაც აქვთ იაპონიათან, სხვათა შორის, კურილის კუნძულის გამოკლებით, რაც მნიშვნელოვანი დეტალია, არის იგივე მე-5 მუხლი. იქ არის ჯარი და ურთიერთავდასხმაზე სამართლებრივად სავალდებულო ხელშეკრულებები. არა დეკლარაცია ბუდაპეშტის, რომელიც დეკლარაცია და პოლიტიკური მხარდაჭერა იყო.

პუტინი რას გაყიდის დამარცხების შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მე არ ვიცი, მე მაინც არ მგონია, რომ როგორც არ უნდა შეზღუდოს ცენზურა, ადვილი იყოს გაყიდვა, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩრდილოეთ კორეა – ინფორმაცია მიდის, მაგრამ ამ ინფორმაციის ნიაღვარით გადაფარვა ხდება და ამხელა ამბის დაფარვა ვერ მოხერხდება, მაგრამ თუკი უბრალოდ შედეგი იქნება, რომ უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და პუტინის ჯარები გავიდა წინა პოზიციაზე, ეგ კატასტროფა იქნება. ეს ნიშნავს ძალების მოკრეფას პუტინისთვის, დალოდებას თუნდაც 6-8 წელი, სანამ დაპირისპირების აღმოსავლეთ ფრონტზე ჩინეთსა და აშშ-ს შორის ახალი ფაზა დადგება და ყველა ჩემთვის პატივსაცემი ექსპერტის აზრით, ჩინეთს სამხედრო რეორგანიზაციისთვის კიდევ 7-8 წელი სჭირდება. თუ ამ პერიოდში პუტინის რეჟიმი არ არის დანგრეული, მაშინ ეს იქნება მართლა, შესაძლოა, სასიკვდილო საფრთხე. ნეიტრალიტეტის გამოცხადება ისე, რომ რუსული ჯარის დგას უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე და უკრაინის ტერიტორიაზე არ დგას აშშ-ს ჯარი, არ არსებობს ფიზიკური წინააღმდეგობა შემდგომი თავდასხმისთვის, არის დრამატულად სახიფათო შედეგი უკრაინისა და ჩვენთვის”. – ამბობს გიგა ბოკერია.