ოკუპირებულ ყირიმში რუსული საჰაერო საზენიტო კომპლექსი S 400 განადგურდა .
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, დღეს დილის ათ საათზე, ყირიმში, სოფელ ოლენევკას სიახლოვეს, თარხანკუტის კონცხზე, სადაც რუსების რამდენიმე სამხედრო ობიექტია განთავსებული, სრულად განადგურდა S 400 ტრიუმფის დანადგარი რაკეტებით, ასევე ოკუპანტების პირადი შემადგენლობა. დაბომბვა სავარაუდოდ საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით მოხდა.
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსების შეიარაღებაში ასეთი კომპლექსების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით ეს მტკივნეული დარტყმაა რუსების საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, რაც ოკუპირებულ ყირიმში მოვლენების შემდგომ განვითარებაზე დიდ გავლენას იქონიებს.
უკრაინის დაზვერვამ ვიდეოც გაავრცელა.
დილით სოციალურ ქსელებში ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთით გადაღებული კადრები გამოჩნდა.ფოტოებზე ჩანს კვამლის სვეტი სოფელ ოლენევკასთან, კონცხ თარხანკუტზე. აფეთქების შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმაც განაცხადეს.
რუსეთის ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამრუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული ტელწეგრამ არხები გარკვეულ დეტალებს ავრცელებენ. მათი ინფორმაციით,თავდაპირველად ყირიმს კრივოი როგიდან აფრენილი ორი დრონი მიუახლოვდა, რომლებსაც საჰაერო თავდაცვის სისტემამ ცეცხლი გაუხსნა, დრონები ჩამოაგდეს, თუმცა საზენიტო რაკეტების გაშვებისთანავე სისტემის მისამართით სამი უკრაინული რაკეტა გაისროლეს.
სავარაუდოდ დრონების მიზანი სწორედ საჰაერო თავდაცვის სიტემის ადგილმდებარეობის გამოვლენა იყო.