გასულ ღამეს, უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში მდებარე რუსულ ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
ოკუპირებული ყირიმის ე.წ. გუბერნატორის, სერგეი აქსენევის მტკიცებით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქალაქში 20 უკრაინული დრონი გაანადგურა. ხანძარი ასევე გაუჩნდა ნავთობის ბაზის რაიონში მდებარე ბენზინის გასამართ სადგურს.