უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პირველი ბალისტიკური რაქეტა შექმნეს.
„სხვა რა მიღწევები აქვს უკრაინას? ვიფიქრე, ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდა განხორციელდა. ვულოცავ ჩვენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.