უკრაინამ პოლტავაში რუსი ოკუპანტების რაკეტა ჩამოაგდო

უკრაინელებმა პოლტავას ოლქში რუსული ძალების საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი ლუნინი ავრცელებს.

”პოლტავას რეგიონის ცაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდო მტრის რაკეტა!” – წერს ლუნინი.