უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა

უკრაინა ადასტურებს, რომ უარი თქვა რუსეთთან მოლაპარაკებებზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით კიევმა უარი თქვა რუსეთთან მოლაპარაკებებზე იმის გამო, რომ უკრაინა მზად არ არის რუსული მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

“ახლახანს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე. იმიტომ რომ პირობები, რომლებსაც შუამავლების საშუალებით რუსული მხარე გვთავაზობდა, ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. ეს იყო მცდელობა, ვეიძულებინეთ კაპიტულაცია გამოგვეცხადებინა. ჩვენ მათ შევთავაზეთ სიგნალი, რომ შესაძლებელი იყო სამშვიდობო შეთანხმება არა მოსკოვის, არამედ კიევის პირობებზე“– თქვა ალექსეი არესტოვიჩმა.

მანამდე კიევის უარის შესახებ კრემლმა განაცხადა. პუტინის პრესმდივანმა თქვა, რომ ამის შემდეგ რუსეთის არმიამ წინსვლა განაგრძო და თითქოსდა მას შეჩერების ბრძანება თავად პუტინმა მისცა გუშინ მოლაპარაკებების მოლოდინში.

მოლაპარაკებების სურვილი ზელენსკის ოფისმა გუშინ დილით გამოთქვა. მოგვიანებით პუტინმაც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად იყო. თუმცა, საბოლოოდ მოლაპარაკებები ჩაიშალა.