რუსეთმა და უკრაინამ დღეს, 4 თებერვალს ტყვეები გაცვალეს. სამშობლოში 116 უკრაინელი მებრძოლი დაბრუნდა, რომელთა შორის არიან მარიუპოლის მცველები, ხერსონში მებრძოლი უკრაინელები, ბახმუტში დატყვევებული სნაიპერები და სხვები. 116 პირიდან 2 ოფიცერია, 114 კი რიგითი და სერჟანტი.
გათავისუფლებულიდან 23 დაშავებულია, ზოგიერთმა კი ძლიერი ყინვის გამო კიდურები დაკარგა. ჯარისკაცებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 20 წლის არის, უფროსი კი – 62-ის.