უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 175 სამხედრო დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 175 სამხედრო დაიბრუნა. ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს და აცხადებს, რომ გათავისუფლებულებს შორის არიან მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებსაც რუსეთი შეთხზული დანაშაულებისთვის დევნიდა.

“მადლობა ჩვენს გუნდს, რომელიც ჩართული იყო უკრაინელი პატიმრების ძებნასა და ამ მნიშვნელოვანი სამუშაოში. მადლობა იმ შედეგებისთვის, რომელიც იმედს იძლევა. და ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებული საამიროების, რომ დღევანდელი გაცვლა შესაძლებელი გახდა”, – წერს ზელენსკი.