გასულ ღამით იერიში მიიტანეს რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ „სავასლეიკაზე“. ოპერაცია უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა თავდაცვის სხვა სტრუქტურებთან ერთად განახორციელეს.
რუსეთი აღნიშნულ ბაზას MIG-31K ტიპის გამანადგურებლების ასაფრენად იყენებს, რომლებიც „კინჟალის“ ტიპის რაკეტებით არიან აღჭურვილი.
როგორც უკრაინის გენშტაბი აცხადებს, დაზიანებულია ორი ერთეული ავიატექნიკა, სავარაუდოდ, MIG-31 და Su-30 ან Su-34.
სხვა დეტალები ჯერ უცნობია.