კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის თქმით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით, ქერჩში მდებარე პორტ კავკაზზე იერიში მიიტანა.
“დღეს დილით კავკაზის პორტში საბორნე გემს დრონები დაესხნენ თავს. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ხანძარი ლოკალიზებულია, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს და მეგობრებს”, – დაწერა მან.
გუბერნატორის მტკიცებით, იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც 23 ივლისის ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 75 უკრაინული დრონი გაანადგურა.