უკრაინამ სამი სამხედროს ევაკუაცია მოახერხა, რომლებიც 6 თვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმალებოდნენ

სამი უკრაინელი სამხედრო – საზღვაო ფეხოსნები, ორი მამაკაცი და ერთი ქალი მარტში მტრის ზურგში აღმოჩნდნენ და ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ადგილობრივების დახმარებით იმალებოდნენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ განაცხადა. ცოტა ხნის წინ მათი ევაკუაცია მოხერხდა უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სამხედროები ქვეყნის აღმოსავლეთში ერთ–ერთი ქალაქში დაიჭრნენ, რომელსაც უკრაინული დაზვერვა არ აკონკრეტებს.

“ექვსი თვის მანძილზე თავის გატანა მათ ქალაქის მაცხოვრებლების პატრიოტიზმის შედეგად შეძლეს, რომლებიც მებრძოლებს კვების პროდუქტებს და წამლებს აძლევდნენ “–აცხადებს სამხედრო დაზვერვა.